რეზონანსი
22.04.2026

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების სამკურნალო პრეპარატების შეძენის საკითხი ძალზედ კომპლექსური და რთულია.

როგორც მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, პრეპარატის შეძენამდე, საქართველოს უწევს, დაელოდოს ყველა იმ კითხვის ნიშნის გაქარწყლებას, რომელიც მათი თვისებების ირგვლივ არსებობს და ემოციები, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი საფუძველი არ არის.

"საკითხი ძალზედ კომპლექსური და რთულია. სირთულეს ყველაზე მეტად რაც განაპირობებს, არის მართლაც ის რთული მდგომარეობა, რომელშიცაა ის ხალხი, ვისზეც ვსაუბრობთ - პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. მათი ემოციები, მათი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, სასოწარკვეთა, ეს ჩემთვის კარგად გასაგები გრძნობებია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ემოციები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული მედიკამენტის შესაფასებლად. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს... ეს გვაჩქარებს, ბევრი მიმართულებით გვავალდებულებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კმარა, აუცილებელია მსგავსად ყველა იმ ევროპული სახელმწიფოსი, რომელ სახელმწიფოშიც ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიმე ამ მედიკამენტებიდან რომელი იქნეს აღებული, რომელი იქნას გამოყენებული. ზუსტად ანალოგიურად, საქართველოსაც უწევს, რომ დაელოდოს, ვიდრე ყველა ის კითხვის ნიშანი არ იქნება განეიტრალებული, ვიდრე ყველა პასუხი არ იქნება ნაპოვნი, რომელიც რეალურად მოგვცემს შესაძლებლობას, საფუძველს შექმნის ასეთ გადაწყვეტილებების მიღებისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×