რეზონანსი
23.04.2026

ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართვას ეხმიანება:

,,აი, ამ სახელმწიფოს მშენებლობაზე მოფიქრალმა “პეტლიჩკა” ქალმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა თავის დღე და მოსწრება, ამ სიმართლით იაროს მთელი ცხოვრება!

მართლა ყელში ამოვიდა ამ წურბლების ჭორაობა”, - დაწერა ახალაიას ცოლმა.

ანა დოლიძემ გუშინ ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:

,,თუ სუს-ის ამბავი მართლაც კლანურ გარჩევას უკავშირდება, ერთი ისტორია მინდა შემოგთავაზოთ ანალიზისთვის. იცით, რომ 20 წელია სახელმწიფოს მშენებლობაზე ვფიქრობ, ვსწავლობ, ვუყურებ.

იყო ასეთი ამბავი რომ გააზატებულმა კოდუამ და ახალიამ ერთხელ “დასტრელეს” სასტუმროში, ვერ გაიყვეს წილები, ბანდებით და იარაღით იყო დიდი ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, კივილი და დაპირისპირება. ეს ამბავი არ დასრულდა კარგად ქვეყნისთვის, ესეც იცით. ბოლო ჟამი იყო. რაც ადრე არ მომწონდა, ის ახლაც მიუღებელია.

კლანური დაპირისპირებების გამწვავება ხდება მაშინ როდესაც მმართველობა ხარბი და უკონტროლოა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×