
ევროკავშირი, 2013 წლის შემდეგ პირველად, ახალი წევრის გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
მარტა კოსი ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ევროკომისარმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოჟკო სპაჟიკს მიულოცა.
„ეს თქვენი პროგრესის მკაფიო აღიარებასა და რეფორმების გაგრძელებისთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს“, - დაწერა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა „სპეციალური სამუშაო ჯგუფის“ შექმნას დაუჭირეს მხარი, რომელიც ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების პროექტს მოამზადებს.