
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე გამამართლებელ განაჩენს ითხოვს - ამის შესახებ ბრალდებული მაღალჩინოსნის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ მედიასთან პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ჯარის ძარცვის საქმეზე ბოლო სხდომას წუთი-წუთზე გახსნის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა- ვასილ მხეიძე ვერდიქტის მოლოდინში არიან. სწორედ დღეს უნდა ისარგებლონ ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
დღეს სავარაუდოდ, პროცესი დამთავრდება, ბოლო პროცესი იქნება. ალბათ გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს მოსამართლე. კომენტარი იქნება პროცესის დასრულებსი შემდეგ. მოლოდინი ჩვენი, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, ჩვენ გვაქვს გამამართლებელი განაჩენი მოთხოვნა და მოლოდინიც შესაბამისი. მთელი პროცესების განმავლობაში ვიმეორებთ, რომ არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებსი მხარეს, ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავეობის დამადასტურებელი. საპროცესო შეთანხმება სხვა რამეა, არსებითი განხილვა სხვა რამეა. იქნება აგდაწყვეტილება, კომენტარს მოგცემთ გადაწყვეტილებსი მერე", - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.