რეზონანსი
23.04.2026

საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

ის ეხმიანება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის აუცილებელია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

“უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, 

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები. 

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.

რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესტნიკების და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა "ბნელ წარსულს" ჩააბარა.” - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×