
დანიის დედაქალაქის მახლობლად, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ავარია კოპენჰაგენიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, ქალაქ ჰილეროდთან ახლოს, ტყიან მასივში მდებარე სარკინიგზო გადასასვლელთან მოხდა.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს დაზიანებული ყვითელი და ნაცრისფერი ლოკომოტივები, ჩამსხვრეული საქარე მინები და დეფორმირებული ვაგონები. თუმცა თავად მატარებლების შემადგენლობები ლიანდაგიდან არ გადასულან.
პოლიციის ინფორმაციით, შეჯახების მომენტში მატარებლებში სულ 37 მგზავრი იმყოფებოდა.
კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მთავარი ვერსიად "ადამიანურ ფაქტორი" განიხილება.
გამომძიებლების ვარაუდით შესაძლოა თავად მემანქანემ ვერ შეამჩნია ამკრძალავი (წითელი) შუქნიშანი ან სადგურის მორიგემ, რომელიც სიგნალიზაციაზეა პასუხისმგებელი, მატარებელს შეცდომით "მწვანე შუქი" მისცა.
ექსპერტის განმარტებით, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე კვლავ მოძველებული სასიგნალო სისტემა გამოიყენება.