რეზონანსი
24.04.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი ომის განსაახლებლად აშშ-ს დასტურს ელოდება, მათი თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ დარტყმები ფატალური და დამანგრეველი იყოს:

„ისრაელი მზად არის ირანთან ომის განსაახლებლად. ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციებისთვის; სამიზნეები უკვე იდენტიფიცირებულია. ჩვენ ველოდებით „მწვანე შუქს“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რათა, უპირველეს ყოვლისა, წერტილი დავუსვათ ხამენეის დინასტიასა და ირანის ტერორისტული რეჟიმის მომავალ მმართველებს, რომლებიც ისრაელის განადგურების გეგმის ინიციატორები არიან. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ირანის „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნება - უმთავრესი ენერგეტიკული ობიექტების განადგურებისა და ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრული მოშლის გზით.

ომის განახლების შემთხვევაში, დარტყმები ყველაზე სენსიტიურ წერტილებზე ამჯერად სრულიად განსხვავებული, ფატალური და დამანგრეველი იქნება. იმ უმძიმესი დანაკარგების შემდეგ, რაც ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა განიცადა, მომდევნო ეტაპი მის საფუძვლებს საბოლოოდ შეარყევს და დაამხობს“, - აცხადებს ისრაელ კაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×