რეზონანსი
24.04.2026

გამოცემა The European Conservative-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში Rainbow TV-ის სახელით ლგბტ თემატიკის მედია პლატფორმის შექმნა იგეგმება. სტატიის მიხედვით, კერძო მეწარმემ უნგრეთის მედიისა და საინფორმაციო კომუნიკაციების ეროვნულ უწყებას მიმართა და შეტანილია განაცხადი ახალი არხის შექმნის თაობაზე, სახელად „ტვ ცისარტყელა“ (Rainbow TV), რომლის ფორმატიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სატელევიზიო მაუწყებლობას, ასევე ონლაინ სტრიმინგ პლატფორმას.

განაცხადის მიხედვით, არხი იმუშავებს 24-საათიანი პროგრამით, რომელიც ეროვნული მედია-რეგულაციების მიხედვით იქნება სტრუქტურირებული. არხის კონტენტი მოიცავს კულტურულ და გასართობ გადაცემებს, მუსიკალურ და არტისტულ შოუებს, ცხოვრების სტილის და კულინარიულ გადაცემებს, თოქ-შოუებსა და ინტერვიუებს.

მედიის ცნობით, ასევე ცალკე გათვალისწინებულია გადაცემები, რომლებიც შეეხება ლგბტ ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ თემებს, პარალელურად კი იქნება ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ზოგადი კონტენტიც. ასევე, არხზე განთავსებული 18+ კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სრულწლოვანი აუდიტორიისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები არხის გაშვებასთან მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა იმ პერიოდშიც, როდესაც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა ძალებმა დამარცხება განიცადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×