რეზონანსი
24.04.2026

თბილისის N146 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - გარდაიცვალა სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დანიალ ბაზაზი.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-9დ კლასის მოსწავლე, დანიალ ბაზაზი. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები სამძიმარს ვუცხადებთ დანიალის ოჯახს" - ნათქვამია N146 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ამბობენ, დანიალს გულის მანკი ჰქონდა.

"ღმერთო, ნათელი მის სულს! ჩემ თვალწინ დალია ბავშვმა სული... თვალებიდან არ ამომდის. უცბად გული გაუჩერდა, სადარბაზოში დაეცა...

შვილის თანაკლასელია! გულის მანკი ჰქონია, მაგრამ, ბოლო დღემდე დადიოდა სკოლაში. უეცრად გარდაიცვალა! გულის შეტევით. მისუსტებული იყო ბოლო დროს.

უდიდესი, უეცარი ტრაგედია! დაუჯერებელია! ვტირით მთელი სკოლა, კლასი! ნათელი შენს სპეტაკ სულს! რატომ ასე ადრე? ღმერთს ებარებოდე, დანი! ვუსამზიმრებთ ოჯახს!

ალიან დიდი ტკივილია, ვუსამძიმრებ ოჯახს და სკოლას...

ღმერთო ძალა მიეცი მის მშობლებს ამ ტკივილის გადასატანად. ვიზიარებ" - წერენ სოციალურ ქსელში.

პალიტრავიდეო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×