რეზონანსი
24.04.2026

რობერტ სტურუას სპექტაკლმა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც 5 აპრილს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე შედგა, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 

სპექტაკლი დღემდე განხილვის საგანია სოციალურ ქსელში – დადგმის შესახებ საკუთარ აზრს აფიქსირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები. 

რობერტ სტურუას და მისს მიერ დადგმული სპექტაკლის შესახებ ისაუბრა მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.

„მაგ სპექტაკლის და რობერტ სტურუას ამბავი პირველივე სტროფის მესამე ტაეპში წერია: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. მე რომ მიმაჩნია, რომ ვეფხისტყაოსანი ქართულ ლიტერატურაში კი არა, სამყაროს ისტორიაში ყველაზე გენიალური ნაწარმოებია, ვინც არ მეთანხმება, მას არც ვეკამათები.

რობერტ სტურუა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, შეუძლია თავისი განსხვავებული [აზრი ჰქონდეს]… ამ ადამიანს მართლა აქვს საოცარი მნიშვნელობის წვლილი შეტანილი ქართული კულტურის განვითარებაში და საერთოდ ქართული თეატრის შექმნაში [ ვგულისხმობ თანამედროვე ქართულ თეატრს]. არ მიყვარს, ასე ხელაღებით, ასე რომ გავიმეტებთ ხოლმე ადამიანებს…

სხვათა შორის, რაც იგულისხმა, რომ ეროტიკული, თინათინს, შიშველიო… არ არის იქ შიშველი, სხვათა შორის. ამიტომ, არ ვიცი რა სკოლაში სწავლობდა, როგორი მასწავლებელი ჰყავდა, სტურუასთვის სხვანაირად რომ აეხსნათ, შეიძლება სულ სხვა „ვეფხისტყაოსანი“ [დაედგა]“ – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×