რეზონანსი
25.04.2026

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. როგორც ირკვევა, ბაჩო ქადეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

„გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი საფრანგეთში ბაჩო ბაჩანა ქადიეშვილი გლოვობს ჩემი ოზურგეთი

უკეთილშობილესი ადამიანი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

ვუსამძიმრებ, ყველას ვისაც სიცოცხლეში უყვარდი და გული ატკინე შენი მოულოდნელი წასვლით.უფალს ებარებოდე 

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე მეუღლეზე პატარა შვილებზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები...“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×