
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩნსკის საგარეოში დაბარება ფორმალური იქნება. მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილი ჰერჩინსკის ვერაფერს ეტყვის, უბრალოდ 15 წუთი დაელაპარაკება და ფოტოს გადაიღებს.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩს საგარეოში დაიბარებენ
როგორც დათუნაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" მხოლოდ საჯაროდ აკეთებს ხმამაღალ გაცნხადებებს, სინამდვილეში კი მისი თქმით, "ბოჭორიშვილი არცერთ შანსს არ გაუშვებს, რომ EU-ს ლიდერებს პიჯაკზე მოეპოტინოს - გეხვეწები სურათი გადავიღოთო".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასე მოხდა დელფოსის ფორუმზეც, როცა ბოჭორიშვილი ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად ფოტოებს იღებდა.
ეს შეხვედრა იქნება სამარცხვინო და სასაცილო, კომიკური - როგორც ასეთი შეხვედები არის ხოლმე მის შემთვევაში, როცა ის სთხოვს ხოლმე ელჩს, რომ მოდი ერთი 15 წუთი აქ გავჩერდეთ, ვითომ რაღაცას ვლაპარაკობთ და მერე გავიდეთ და ფოტო გადავიღოთ... და მერე შეჭმუხნული სახით იტყვის, რომ რაღაცაზე ელაპარაკა. სინამდვილეში ვერც ევრაფერს ეტყვის - რა უნდა უთხრას? - რომ საქართველოს ინტერესების დამცველი განცხადებები არ გააკეთოს ევროკავშირის ელჩმა? სინამდვილეში არცერთ შანს ხელიდან არ გაუშვებს, საპირფარეშოს გამოსასვლელი იქნება ეს, თუ რომელიმე დერეფანი, რომ დაეწიონ ევროკავშირის ან სხვა ლიდერებს, მოეპოტინონს პიჯაკზე და უთხრა, გეხვეწები სურათი გადავიღოთ", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო იბარებენ:
რა თქვა ევროკავშირის ელჩმა:
პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნსკიმ.