რეზონანსი
25.04.2026

ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. პაველ ჰერჩინკსი, ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ მან დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

„ბევრჯერ იყო საუბარი და გამოითქვა ვარაუდი, რომ საქართველოსა და ევროპის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბებოდა მას შემდეგ, რაც მათ თითქოსდა რაღაც გამარჯვებას მიაღწიეს უნგრეთში.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ისეთ ფაზაშია გადასული, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება, ევროკავშირს კი იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაამხობს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი დამოკიდებულებას ვუყურებთ ჩვენ, რაც არ არის ნორმალური“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×