
თბილისში ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი შავშიშვილია.
"ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურდამთავრებულის, გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული გიო!"- ნათქვამია 85-ე საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.
გიორგი შავშიშვილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან.
"შევესწარი ამ სამწუხარო ამბავს. ნათელში იყოს მისი სული. ოჯახის წევრები, სახლში რომ მივიდნენ, ძირს დავარდნილი ნახეს, არავინ არ იცის, რატომ....ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიო შენი სული, ძალიან დაგვწყვიტე გული..."- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
როგორც AMBEBI.GE-ს შავშიშვილის ახლობელი უყვება, ბიჭი გარდაცვლილი დედამ ნახა.
"20 წლის ანგელოზივით ბიჭი წავიდა, უსაყვარლესი გიო, შენიშვნას ვერ მისცემდით, ისეთი კარგი იყო. როგორც ვიცი დედამ ნახა გარდაცვლილი, ლეპტოპთან მჯდარა. დეტალები არ ვიცით, რა მოუვიდა. დიდი ტრაგედიაა. ხვალ მივდივართ სამძიმარზე" - გვიყვებიან ახლობლები.
წყარო: AMBEBI.GE