რეზონანსი
25.04.2026

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის.

“ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ, მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

გონაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას მეცხოველეობაშიც და ხორცის წარმოებაშიც ბევრი რამის “გადატეხვა” შეუძლია.

“ყოველ ორ კვირაში ფასი იმატებს და „ვაიმე რატომ იმატებს“? მოიმატებს, ფიზიკურად ცხოველი აღარ არის ქვეყანაში, რომელსაც ხორცად აქცევ. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში ცოცხალი წონის ფასი 7 ევროზე არის ასული, მთელს მსოფლიოში ცხოველის დეფიციტია, ამას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ამბობდა 10 წლის წინ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ფერმერი გამოსავალს ქვეყანაში ცოდნის შემოტანაში ხედავს.

“შენ თუ გინდა შენი წარმოება გაზარდო, ცოდნა უნდა შემოიტანო ქვეყანაში. ცოდნა რომ შემოვიტანოთ ბიზნესი უნდა გამსხვილდეს, სამინისტროს როლს ვხედავ როგორც ფასილიტატორის”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×