რეზონანსი
25.04.2026

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული, დე ფაქტო საგარეო უწყება  ჯაშუშობაში ბრალდებული თამაზ გოლოევის გათავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ გოლოევის ბრალდება „მოგონილია“.

მარიონეტული რეჟიმი წერს, რომ გოლოევმა 21 აპრილს „პირადი საქმეების გამო“ „რაზდახანის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთა, მეორე დღეს, 22 აპრილს კი ის თბილისში, „ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციის შედეგად გაიტაცეს და დააპატიმრეს.“

„როგორც ცნობილი გახდა, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორიის რაიონის [ავტ: ახალგორის] მცხოვრებ თამაზ გოლოევს, რომელიც მანამდე უკანონოდ დააკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ჯაშუშობის მოგონილი ბრალდება წაუყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

22 აპრილს სუსმა თქვა, რომ ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თბილისში, აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა

სუსმა გოლოევთან ერთად ბრალი წარუდგინა კიდევ 2 პირს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

სამივე პირს ბრალდება 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 8-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×