
საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აპრილთან შედარებით საშუალოდ 4-5°C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +17, +19°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +17°C, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +12, +14°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +11°C -ს შეადგენს.
ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +21, +24°C–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +16, +20°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +12, +17°C-ს შეადგენს.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +20°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +10, +7°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +15, +17°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +12°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე, (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C -მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობათან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +6, +3°C-მდე, ქვემო ქართლში +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29,+32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +16, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +°მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +14°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +11°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0°C-მდე (მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით
+26,+29°C- მდე (მაღალმთიან რაიონებში +23, +26°C-მდე).
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე