რეზონანსი
26.04.2026

აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, სულ მცირე, ხუთიდან რვამდე გასროლა განხორციელდა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და პოლიციის თანამშრომლები კალიფორნიაში ჩხრეკენ ბინას, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თავდამსხმელთან.

ვაშინგტონის შტატის პროკურორი ჯანინ პირო აცხადებს, რომ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ორ საქმეში – ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალურ ოფიცრებზე იარაღის გამოყენებით თავდასხმაში. პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი 27 აპრილს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.

ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×