რეზონანსი
26.04.2026

შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს.

„დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. თავისუფალი პრესის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად. დაშავებულ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს კალასი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×