რეზონანსი
26.04.2026

ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო. შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას", - დაწერა ნეთანიაჰუმ.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×