რეზონანსი
26.04.2026

ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა.

„ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეგზარქოსი პავლეს მიერ ქართველი ერის დაწყევლის ფაქტი. მან რუსულ ენაზე დაწყევლა ქართველი ხალხი და ახლა ჰერჩინსკი ინგლისურ ენაზე აყენებს შეურაცხყოფას ქართველებს. რაც ჰქონდა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიას, ახლა უკვე საჯაროდ ავლენენ ამ ზიზღს ქართველი ხალხის მიმართ.

როდესაც შენ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ იმით, რომ 27 ელჩი მოგყავს იუსტიციის მინისტრთან და ვითომ სააკაშვილი კვდება, დემარშს აკეთებ, ბოდიში მოიხადა? არამცთუ არ მოკვდა სააკაშვილი, არამედ მსოფლიო პოლიტიკას განაგებს მისი აზრით. მშვენივრად გამოიყურება. მოიხადა ბოდიში? არ მოიხადა. როდესაც მან თქვა, საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზასო, როდესაც თავად რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეს განცხადება გაკეთებული, მოიხადა ამასთან დაკავშირებით ბოდიში? არ მოიხადა.

ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით. უბრალოდ ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში არიან, როდესაც ცდილობენ ტალახი ესროლონ ქართულ საზოგადოებას “, - აღნიშნა მან.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×