რეზონანსი
27.04.2026

მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის. იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ელჩს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბრიუსელში გაკეთებულ მის განცხადებებთან დაკავშირებით.

„ეს არის ჩვენი პოზიცია. შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში. როგორ აღვიქვამთ ჩვენ, საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამენ. ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×