რეზონანსი
27.04.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფება. ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მიუნხენის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებთან, სკოლების და პროგრამების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია, ასევე, შეხვედრებს გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან.

"უნივერსიტეტი ფართოვდება. ჩვენ გვემატება ახალი მიმართულებები. ამჟამად გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც გვაინტერესებს თანამშრომლობა იურიდიული ფაკულტეტის შემდგომ განვითარებასთან, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი არის ჰუმანიტარული მიმართულების, აქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული პროგრამები, მათ შორის, სამართალმცოდნეობა და ბუნებრივია, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს შესაბამისი თანამშრომლობა აღნიშნულ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით.

ამ დღეებში გვექნება, ასევე, სხვა საინტერესო შეხვედრები, როგორ მიუნხენის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, ასევე, ადგილობრივ სამთავრობო წრეებთან და სამინისტროებთან," - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×