რეზონანსი
27.04.2026

საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არ შექმნილა ახალი უწყება, შემოღებულია ახალი თანამდებობა, რომლის უზრუნველყოფასაც მთავრობის ადმინისტრაცია მოახდენს.

„გამოწვევები იმდენად დიდია და სამართალდამცავ ორგანოებში იმდენად დიდი სამუშაო სრულდება, იმის საჭიროება დადგა, რომ ამ პოსტის შემოღება მოხდეს. რაც შეეხება იმას, რომ აპარატიც არ გაიმეტესო, ეს სრულიად წარმოუდგენელი, დილიტანტური მსჯელობაა. ახალი უწყება კი არ შეიქმნა, ახალი თანამდებობა არის შემოღებული. თუ ამის უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია მოახდენს, რა საჭიროა დამატებითი ხარჯები იყოს შემოღებული? – ასე შეიძლება მხოლოდ დილეტანტმა იმსჯელოს“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. 

საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება საკადრო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძემ ვიცე-პრემიერისა და, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×