რეზონანსი
27.04.2026

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ ანტუონოს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაფართოებასა და მის მიმართ მზარდ ინტერესს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს.

ასევე აღინიშნა საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში იტალიური ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის დამატების შესაძლებლობაზეც.

შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და იტალიას შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, მასიმილიანო დ ანტუონომ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა დაადასტურა, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×