რეზონანსი
27.04.2026

 "მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, მთელი გუნდი მოხარულია, რომ მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა.

"მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ამ [სტრუქტურულ] ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველა, რომ ბატონი მამუკა [მდინარაძე] დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა. მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, მან ეს სამსახური თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა", - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×