რეზონანსი
27.04.2026

 როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს.

"მოვიდა თვის ბოლო და, თუ არ ვცდები, 3 მაისამდე აქვს კომისიას სამუშაოს დასრულების ვადა. როგორც მაქვს ინფორმაცია, წინასწარ შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, დასკვნის მომზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა. როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს", - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×