რეზონანსი
27.04.2026

 "ხელისუფლების სიძლიერე პრობლემებზე რეაგირებით იზომება", - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძე "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად პასუხობს არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესის მოთხოვნებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი საჯარო ინტერესის დაცვაა.

"ხელისუფლების სიძლიერე არ გაიზომება პრობლემების არსებობით, პრობლემები ყველგან არის. ხელისუფლების სიძლიერე გაიზომება იმით, თუ რა რეაგირებას ახდენს ის პრობლემებზე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურად, მთავრობა ადეკვატურად რეაგირებს მათ შორის ბიზნესის მოთხოვნებზე, თუმცა აქ ჩვენ ერთ მნიშვნელოვან რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - ჩვენ - ხელისუფლება ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი ნაკლები დანახარჯებით.

ამ პრობლემებზე საუბარი ჩვენ თვითონ დავიწყეთ, ჩვენ თვითონ გამოვიტანეთ სააშკარაოზე და ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი პოზიცია ზუსტად ეს არის, როდესაც ხელისუფლება თავად აღიარებს გარკვეულ პრობლემებს და იწყებს გზების მოძებნას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები", - აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×