
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში არსებულ უფლებამოსილებებზე საუბრობს.
იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუს-ს, შსს-ს, სდსს-ს. მისივე თქმით, აღნიშნული თანამდებობები ასევე მოიცავს კოორდინაციას, კომუნიკაციას პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.
„პარლამენტში შემოტანილ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუს-ს, შსს-ს, სდსს-ს. ასევე მისი კომპეტენციაა კოორდინაცია/კომუნიკაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლო ხელისუფლებასთან. „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო“, - წერს რატი იონათამიშვილი.