რეზონანსი
28.04.2026

მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა - ასე უპასუხა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ, მეუფე დანიელ დათუაშვილის ასაკთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

რაც შეეხება პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატებს სასულიერო პირმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა: „თქვენ რაც იცით, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ყველა ის, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმს, მათ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა“. 

ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაც, პატრიარქობის კანდიდატი ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება.

„მეუფე დანიელს უსრულდება 71 წელი, ის უკვე არის 70 წლის, რა თქმა უნდა, წინა სინოდზე იყო ამაზე საუბარი, საბოლოოდ დღეს გაეცემა პასუხი. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა“, - თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე, გაფართოებულ კრებაზე გამოვლინდება პატრიარქი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×