
საქართველოში ყავის მოხმარების კულტურა ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში ძირეულად შეიცვალა. თუ ადრე უმეტესობა კოფეინს მხოლოდ ენერგიის წყაროდ განიხილავდა, ახლა ხარისხიანი ყავა ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთ მაჩვენებლად აღიქმება. ამასთან, გაფართოვდა მენიუც - თუ 2000-იანებში არჩევანი ძირითადად ხსნადსა და ნალექიანს შორის იყო, დღეს უკვე კარგად ვიცით განსხვავება ესპრესოსა და ამერიკანოს, ლატესა და კაპუჩინოს შორის. და, აშკარა ფავორიტიც დიდი ხანია არჩეული გვაქვს.
დღეს ყავის მოყვარულები სასმელის ხარისხსა და არომატთან ერთად მომზადების პროცესსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უბრალოდ ჭიქაში ყავის ჩაყრა და ცხელი წყლის დასხმა აღარაა საკმარისი - შესამჩნევად გაზრდილია მოთხოვნა ისეთ აპარატურაზე, რომელსაც ნებისმიერ გარემოში კაფის სტანდარტების შესაბამისი ყავის მომზადება შეუძლია. მთავარი მოთხოვნაა აპარატს შეეძლოს მარცვლებიდან სრულყოფილ გემოვნური თვისებების მიღება.
იმისთვის, რომ ყავის ნამდვილი გემო იგრძნო, კარგი აპარატი აუცილებელია. და როცა საუკეთესო ყავის აპარატზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თავში მოგდის, რა თქმა უნდა, De`Longhi-ა. ბრენდი, რომელმაც ყავის მომზადების კულტურა შეცვალა.
DeLonghi-ის აპარატები ცნობილია იმით, რომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია პროფესიონალი ბარისტას როლი მოირგოს და მაღალი ხარისხის ფინჯანი ყავა სახლში თუ ოფისში უპრობლემოდ მოიმზადოს.
აპარატი პროცესის ძირითად ნაწილს ადამიანის ჩარევის გარეშე აკონტროლებს - ქარხნული პარამეტრები გათვლილია მარცვალი ოპტიმალური სისქით დაფქვას და შესაბამის ტემპერატურაზე მოხარშოს. ასე სისტემა იდეალური ესპრესოს ექსტრაქციის გარანტიას იძლევა, ისე რომ მარცვლის გემო კარგად გაიხსნას. ამასთან, თუ მფლობელს კონკრეტული პრეფერენციები აქვს, აპარატების დიდი ნაწილი პარამეტრების პერსონალიზაციის საშუალებასაც იძლევა. მაგალითად, მფლობელს შეუძლია უფრო მსხვილად დაფქვას ყავა ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე მოხარშოს, უფრო ძლიერი ან მწარე გემოსთვის.
De`Longhi-ს აპარატების უმეტესობა ინტეგრირებული კაპუჩინატორითაა აღჭურვილი. აპარატი თავად ზრუნავს რძის იდეალურ აქაფებაზე, რათა შენი კაპუჩინო თუ ლატე ყოველ ჯერზე ხავერდოვანი და ჰაეროვანი ტექსტურით იყოს სავსე.
DeLonghi-ის ყავის ავტომატური აპარატების ნაწილი ასევე აღჭურვილია კაპუჩინატორებით - შეუძლია თავად ააქაფოს რძე, კაპუჩინოსა თუ ლატეს მოსამსადებლად.
სამუშაო გარემოში სანდო და მრავალფუნქციური ტექნიკის ინტეგრაცია პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. ხშირ შემთხვევაში, ზრდის გუნდის კმაყოფილებას და ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას.
სახლის პირობებში კი პროფესიონალი ბარისტას დონის ყავის მომზადების შესაძლებლობა დროსა და ფინანსურ რესურსებს მნიშვნელოვნად ზოგავს. DeLonghi-ის ყავის აპარატები ამერიკანოსა თუ კაპუჩუნოს მომზადების რიტუალს ბევრად უფრო კომფორტულ, ავტომატიზებულ პროცესად აქცევს. თუ ადამიანი დილას ყავის გარეშე ვერ იწყებს (და დღეს უმეტესობა ჩვენგანი ასეა), საყვარელი სასმლის პროფესიულ დონეზე მომზადება საშუალებას გვაძლევს ყველაზე დატვირთული დღეც კი გაცილებით უფრო პოზიტიურად დავიწყოთ.
DeLonghi-ის ყავის აპარატებს მაღალფუნქციურთან ერთად, დახვეწილი დიზაინიც აქვთ. ის მარტივად ერგება ნებისმიერ ინტერიერს და პრაქტიკულობასთან ერთად, გამორჩეული ესთეტიკური შტრიხიც შეაქვს სივრცეში.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტა, საქართველოში DeLonghi-ის ოფიციალური პარტნიორია და მომხმარებელს იტალიური ბრენდის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. შეგიძლია აარჩიო აპარატი კონკრეტულად იმ პარამეტრების მიხედვით, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. იქნებ, მხოლოდ ესპრესოს ან ამერიკანოს სვამ და კომპაქტური მოდელი გჭირდება, რომელიც სამზარეულოში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ან იქნებ პირიქით, ეძებ ისეთ აპარატს რომელიც ჩაის ან ცივ ყავასაც მოამზადებს.
მაღალი კლასის ყავის აპარატში ინვესტირება პრაგმატული გადაწყვეტილებაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ფუნქციონალსა და ესთეტიკას. იტალიური ინჟინერიის ხარისხი დღეს იძლევა საშუალებას პროფესიული დონის ყავა სახლსა თუ ოფისში უცებ მოვამზადოთ - მთავარია შეარჩიო აპარატი, რომელიც შენს მოთხოვნებს ყველაზე ზუსტად ესადაგება.
#განახლებისდროა