
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, დღეს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირება მოუწევს, ვინაიდან, ნია იმნაძე, რომელიც წესით დღეს სასამართლოზე უნდა დაიკითხოს, მისი ვარაუდით სხდომაზე არ მივა.
„მისი ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა“ - წერს ეკა კუპატაძე.
კუპატაძე აფრთხილებს მედიკოსებს, რომ ყალბი ცნობის გაცემის შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
„სავარაუდოდ, დღეს - 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება.
სავარაუდოდ-თქო ვამბობ იმიტომ, რომ დღეს სასამართლო პროცესზე წესით უნდა დაიკითხოს ნია იმნაძე.
მისი ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული, ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა!
და ვინაიდან, დიდი ალბათობით არ მოვა ნია იმნაძე პროცესზე, დავრჩი მხოლოდ მე.
ვაფრთხილებ ყველა ექიმს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებთ პასუხს, თქვენს ხელმოწერილ ცნობებზე!
როგორც იცით, მოწმის სახით ჩემი დაკითხვა არ ხდება, მაგრამ იცოდეს მკვლელების ოჯახებმა,
თქვენი სიტყვის იურიდიულ ძალაზე დიდი იქნება ჩემი სიტყვის მორალური ძალა, რადგან თქვენი სიტყვა არის ფარსი და იცავთ მოძალადეებს!
ჩემი სიტყვა არის მართალი და ვიცავ უდანაშაულო შვილს!
დაგადუღებთ!!!
არავის შეგარჩენთ ერთი შვილის გაჩერებულ გულს და მეორე შვილის აძიგძიგებულ გულს!!!" - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს (ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა) 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, დემეტრე ჩიქოვანს კი - 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.