რეზონანსი
28.04.2026

საბერძნეთის დედაქალაქის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც ათენის ცენტრში, სოციალური დაცვის ოფისსა და სასამართლოს შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 89 წლის კაცია.

პოლიციის ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ სოციალური დაცვის ოფისში გახსნა, სადაც 1 თანამშრომელი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს, დამნაშავემ კი მიმალვა მოახერხა.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა სოციალური დაცვის ოფისის მახლობლად მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს კაცი, რომელიც მშვიდად კვეთს ქუჩას და მარჯვენა ხელში, სავარაუდოდ, მოკლელულიანი სანადირო თოფი უჭირავს.

პოლიციის განცხადებით, იგივე პირია ეჭვმიტანილი მოგვიანებით ათენის ცენტრის სხვა ნაწილში, სასამართლო შენობის პირველ სართულზე მომხდარ სროლაშიც, რა დროსაც სასამართლოს სამი თანამშრომელი ქალი მსუბუქად დაშავდა საფანტის რიკოშეტით, ხოლო მედიის ცნობით, მეოთხე თანამშრომელი ქალი საავადმყოფოში ფიზიკური დაზიანებების გარეშე, სავარაუდოდ, შოკური მდგომარეობის გამო გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×