რეზონანსი
28.04.2026

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს, არაერთი პროექტი განხორციელდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება, რაც აჭარის რეგიონზე პირდაპირ აისახება.

"ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა ბათუმის სტადიონის პროექტის ჩათვლით, რომელიც არის ნამდვილი მარგალიტი განხორციელებულ პროექტებს შორის. ბევრი სხვა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. ძალიან წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი. მინდა, ბატონ ზურაბს ვუსურვო წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით არამხოლოდ გაგრძელდება ის დაწყებული პროექტები, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეზე - აჭარაზე, ამ ქალაქზე - ბათუმზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ, ბატონ ზურაბს მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×