რეზონანსი
28.04.2026

პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.

„მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს და უფრო შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ყოველ შემთხვევაში ისეთის, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებენ საქართველოს პრეზიდენტად და არ ცნობენ ქართველი ხალხის არჩევანს, არ ცნობენ დემოკრატიას და, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან ფრიად გასაკვირი და სამწუხაროა"", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×