რეზონანსი
29.04.2026

"ქართული ოცნება" გერმანიის მთავრობას მორიგ არასერიოზულ ქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად ამ დრომდე, სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილია მითითებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ბერლინს უკვე მესამედ მიმართა ინფორმაციის განახლების შესახებ, თუმცა რეაგირების გარეშე.

"ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება გერმანიის მთავრობის მხრიდან და ამას, რა თქმა უნდა, არანაირი ახსნა არ აქვს. რამდენი ხანია უკვე, ისინი სპეციალურად არ ცვლიან ამ მონაცემებს და ეს ძალიან გვაგონებს იმ აბსურდს, რა აბსურდშიც ცხოვრობენ ევროპარლამენტარები, როდესაც რეზოლუციაში გვიწერენ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილია, თურმე, საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, გერმანიის მთავრობაც ანალოგიურს აგრძელებს. ზოგადად, ეს უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის შემდეგ გამოძახილი იმისა, თუ როგორ იქცევიან მათი ელჩები საქართველოში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×