რეზონანსი
29.04.2026

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას სიკეთე არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ბოროტება კი, ბევრი გააკეთა.

„ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, მათ შორის არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×