რეზონანსი
29.04.2026

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს. უკვე არის შედგენილი დასკვნა, რომლის რედაქტირება ხდება და წარმოდგენილი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების დაკლების კუთხით ხელისუფლების მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება.

„ხელისუფლების მიზანია, ყველა შესაძლებლობა იყოს გამოყენებული, რათა ფასმა დაიწიოს გარკვეულ ლოგიკურ ზღვრამდე. კომისიის დასკვნას უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური გაკეთდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×