რეზონანსი
29.04.2026

64 წლის ასაკში დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი და ფერმერი, დავით გონაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, ზუსტი მიზეზი კი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

mak.ge-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დეპუტატი საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვებზე იყო დაბარებული, თუმცა რა საკითხს ეხებოდა აღნიშნული, არ კონკრეტდება.

დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყო არჩეული.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×