რეზონანსი
29.04.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.

„მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×