რეზონანსი
29.04.2026

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.

თუმცა, მისივე თქმით, ბლოკს აკლია პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა ყველა საჭირო პირობას დააკმაყოფილებს.

ფიდანმა ეს განცხადებები ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაიზინგერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლება და ვიზალიბერალიზაციის საკითხი - სწორედ ამის მოგვარებას ვცდილობთ“, - განაცხადა ფიდანმა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას.

ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ თავად ბლოკის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ნებაზეც.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×