რეზონანსი
29.04.2026

აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა, ჟიულ ჰარსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

ჟიულ ჰარსტი ომის მდივნის მოადგილეა ფინანსურ საკითხებში. პენტაგონის მაღალჩინოსნის განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა საბრძოლო მასალებზე, ისევე როგორც თავად ოპერაციის წარმოებასა და სათადარიგო აღჭურვილობებზე.

ჰარსტის თქმით, კონფლიქტის სრული ხარჯების შეფასების შემდეგ, მომზადდება დამატებითი კანონპროექტი, რომელიც კონგრესს წარედგინება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×