რეზონანსი
01.05.2026

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა დის­შვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"ჩემს ბი­ძას, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს, ფი­ზი­კოსს და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას მი­უ­ძღვნა, ახლა თქვე­ნი მხარ­ში დგო­მა სჭირ­დე­ბა. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა. არ­ტე­რი­ის ეს კონ­ცერ­ტიც ამას ეძღვნე­ბა" - და­წე­რა თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

"ამბები" ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისაუბრა:

"სიმ­სივ­ნე აღ­მო­მაჩ­ნდა თირკმელ­ზე... აქ ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს, ამომ­კვე­თეს თირკმე­ლი, თუმ­ცა თირკმლის გა­რეთ რა­ღაც სიმ­სივ­ნუ­რი დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მე­ლიც უნდა ამოკ­ვე­თი­ლი­ყო. არ ვიცი, ეს უცო­დი­ნა­რო­ბით მო­უ­ვი­დათ, თუ რა... ექი­მე­ბი ზუს­ტად ვერ ამ­ბო­ბენ, თირკმე­ლი იყო სიმ­სივ­ნის პირ­ველ­წყა­რო, თუ თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი. შემ­დეგ მო­მი­წია თურ­ქეთ­ში წას­ვლა, სა­დაც და­მი­ნიშ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა, დას­ხი­ვე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წი­ნაა. არ ვი­ცით, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა დას­ხი­ვე­ბას, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა.

ჯერჯე­რო­ბით, ამ ყვე­ლა­ფერ­ში 23 ათა­სი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა (ვი­სეს­ხე). მი­თხრეს, ხელ­მე­ო­რე ოპე­რა­ცია რთუ­ლი­აო, ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ თე­რა­პი­უ­ლი გზით. ოპე­რა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, თე­რა­პი­ამ შე­დე­გი თუ არ მო­ი­ტა­ნა. ეს არის იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სი, რო­მე­ლიც 80 ათას­ზე მეტი ჯდე­ბა, ამას უკვე ვე­ღარ გავ­წვდე­ბი. ასეა ჩემი საქ­მე...

ექი­მე­ბი იმედს მაძ­ლე­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ­დაგ­ვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი გვქო­ნია და გეშ­ვე­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან სიმ­სივ­ნე დრო­ზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და პრო­ცე­სი შორს არაა წა­სუ­ლიო. იმუ­ნო­თე­რა­პია სამ კვი­რა­ში ერთხელ დამ­ჭირ­დე­ბა, ერთი ინექ­ცია კი 5 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. სეს­ხის გარ­და, მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა ივ­ლის­ში მექ­ნე­ბა და­სა­ფა­რი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის აფი­ში­რე­ბას არც ვა­პი­რებ­დი, უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა დამ და­ი­ჟი­ნა - და­წე­რა და გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე შე­მეხ­მი­ა­ნა და გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩემი ამ­ბა­ვი, რისი მად­ლო­ბე­ლიც ვარ. თქვენც დიდი მად­ლო­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა", - განაცხადა ხმალაძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×