რეზონანსი
01.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, ოპოზიცია ან ვირტუალურ სამყაროშია, ან განზრახ ახორციელებენ ამგვარ ქმედებას, იქნებ, ვინმემ დაიჯეროს.

„აქ, ორიდან ერთი, რეალობაა: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს,"- წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, გვარამიამ გამოაქვეყნა კვლევის სლაიდი, რომელზეც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შიდა კვლევის შედეგს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია მმართველ პარტიას უგებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×