
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მობილური ASAN მომსახურეობის საშუალებით, 2026 წლის 5, 6 და 7 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის განხორციელდება შემდეგი მომსახურებები: პირადობის მოწმობების გაცემა და შეცვლა, მართვის მოწმობების შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემა.
„მიმართვა განხორციელდება ელექტრონული რიგის პორტალის მეშვეობით წინასწარი რეგისტრაციით. მომსახურებებისთვის საჭირო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება. რიგის ასაღებად საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, აირჩიოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩო და 5, 6 ან 7 ივნისის თარიღებზე აირჩიოთ შესაბამისი მომსახურებები: პირადობის მოწმობის გაცემა/შეცვლა, მართვის მოწმობის შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა. გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში თქვენ მიერ დაჯავშნილ დრომდე 15 წუთით ადრე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.