რეზონანსი
02.05.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია, რათა მათი საჭიროებები გაიგონ და ამის საფუძველზე რეგიონი მეტად განვითარდეს.

„რეგიონში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ისე განათლების მიმართულებით, თუმცა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“-განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×