რეზონანსი
02.05.2026

„ბრძოლა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ არ დაწყებულა დღეს. ეს ბნელი ძალები თავიანთი გარე პატრონების წაქეზებით დიდი ხანია თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას“ - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების მიერ, პატრიარქის არჩევნების მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთებას.

როგორც გიორგი სოსიაშვილი ამბობს, გარე ძალების მთავარი მიზანია, აგენტურის მეშვეობით საქართველოში მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მიწასთან გაასწორონ. 

„ბრძოლა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ არ დაწყებულა დღეს. ეს ბნელი ძალები თავიანთი გარე პატრონების წაქეზებით დიდი ხანია თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. ჯერ მის უწმინდესობას და წმინდა სინოდს ესხმოდნენ თავს და ზოგადად, ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ჩამოშლას ისახავდა მიზნად მათი ეს მთელი დემარშები და მთელი კამპანიები. უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა ამაში და ბუნებრივია, გრძელდება, იმიტომ, რომ ქართველი ადამიანის იდენტობა აგებულია ჩვენს რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე და ამ გარე პატრონების მთავარი მიზანია, რომ აგენტურის მეშვეობით საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის ინსტიტუცია, მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მიწასთან გაასწორონ. ამას ვერ ეღირსებიან და ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი ყოველთვის ორიენტირებული იყო საკუთარ რწმენაზე, საკუთარი დედა ეკლესიის გადარჩენაზე და ეს ასე გაგრძელდება“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×