რეზონანსი
02.05.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრად მოიხსენიებს.

„როდესაც ფსევდომოძღვარი ასე გამოდის რუსთაველის გამზირზე, რადიკალებს გვერდში უდგას და მისგან ქვეყნის დამხობის მოწოდებები გაისმის, ასეთი ადამიანის განცხადებას რა ფასი უნდა ჰქონდეს?!

ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

მღვდელმოქმედება შეჩერებულმა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის. მანამდე პატრიარქის არჩევნებს პატრიარქის არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×