
2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, 175-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა. 14 წელს მიუღწეველ მოზარდს დედის თვალწინ სცემეს. თბილისში სკოლის მოსწავლეების მიერ ნაცემი მოზარდის დედა დეტალებზე საუბრობს:
"მე და ბავშვები საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის ჩავედით ეზოში, ითამაშეს სტადიონზე, მე ჩემი საქმეები მქონდა და უკან გზაზე ვაპირებდი განხორციელებას. ვბრუნდებოდით როცა 8:53 წუთზე ბიჭებმა გაიყვანეს, ვუთხარი 7 აკლია, 9-ზე ონლაინ ჩართვა გაქვს-თქო.
წაიყვანეს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდნენ, ნელა მივყევი უკან, საუბრობენ და წამოვა-თქო, ვფიქრობდი. გარაჟის უკან შეიმალნენ, ხმა მესმოდა სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ლანდებს ვხედავდი და მივიწევდი წინ. უცებ გამორბის ეს ოთხეული. გამიკვირდა ჩემი შვილი რომ არ გამორბოდა, მივედი და მიწაზე გდია, თვალებიდან ვერ ვიხედებიო, ვეძებ დანა ხომ არ დაარტყეს, მაგრამ გადავრჩით. სისხლი წამოუვიდა ყბიდან და ამიტომ ვეძებდი ჭრილობას, სახეში აქვს დარტყმული (რა, არ ვიცი) და დაცემის დროს თავიც დაარტყა.
მოვიკიდე და ამხელა ბიჭი გამოვიყვანე ცენტრალურ ქუჩაზე, დავურეკე სასწრაფოს, პატრულს და ყველანი დროულად მოვიდნენ. რის შემდეგაც გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში ტვინის შერყევით.
ამჟამად უკეთესადაა კლინიკამაც გამოწერა" - განუცხადა "მთავარს" დაშავებულის დედამ.
წყარო: მთავარი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე