რეზონანსი
03.05.2026

დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების განახლებას არ გამორიცხავს. ამ თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებს ფლორიდაში ესაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. მანამდე ტრამპმა კონგრესს ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ წერილობით აცნობა, თუმცა განმარტა, რომ ამერიკული ძალები ჯერჯერობით რეგიონში დარჩებიან.

„დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. ჩვენ რომ დღეს წავიდეთ, მათ აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. მაგრამ არსად მივდივართ. ისე გავაკეთებთ, რომ 2 ან 5 წლის შემდეგ დაბრუნება არ დაგვჭირდეს“, - აცხადებს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×